ფეხბურთი

16:51 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბამ რუსეთში თამაშზე უარი განაცხადა

31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბამ რუსეთის ჩემპიონატში თამაშზე უარი განაცხადა. როგორც ცნობილი ხდება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისით "ზენიტი" იყო დაინტერესებული.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს ტრანსფერი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ის ბოლოს მოედანზე 2023 წლის 3 სექტემბერს გავიდა. ფრანგი ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტია.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064504
სარეკლამო ადგილი - 99
X x X