21-23 მარტს ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი აიღებს სტარტს. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
66 კგ. – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
81 კგ. – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
90 კგ. – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი.
100 კგ. – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ჯამში 28 ძიუდოისტით წარდგება თბილისის გრანდ სლემზე, რადგან ტურნირის მასპინძელია და უფლება აქვს თითო წონაში 4 წარმომადგენელი ჰყავდეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს 48 ძიუდოისტი ჰყავდა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლების მოპოვება: ლაშა ბექაურმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა მოახერხეს.