ფეხბურთი

15:40 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი:"საფრანგეთში გრაფიკი საკმაოდ მკაცრია, ხვიჩა ყველაზე მეტად ამან გააკვირვა"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„საფრანგეთში, პროვინციებშიც კი, მაღაზიის საათები მკაცრად არის დაცული. ისინი ადრე იხურება, ზოგჯერ ლანჩის დროსაც კი, ამ ყველაფერმა კვარაცხელია ძალიან გააკვირვა. მას და მის ოჯახს საფრანგეთში ჩამოსვლის შემდეგ ოთხი-ხუთი დღე დასჭირდათ, ყველაფერთან შესაჩვევად“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენის" რიგებს იანვარში შეუერთდა, მან პარიზული კლუბის მაისურით 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063089
სარეკლამო ადგილი - 99
X x X