UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ინგუშმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს საქართველოზე ისაუბრა, სადაც ქართველები და საქართველო დადებითად დაახასიათა. მან ასევე კომენტარი ილია თოფურიაზეც გააკეთა.
"ილია გამუდმებით დაღესტანსა და საქართველოს დაპირისპირებაზე საუბრობს, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან ეს ყველაფერი გულშემატკივარში ცუდ დამოკიდებულებას იწვევს. ქართველები დაღესტნელებზე საუბრობენ ცუდად, დაღესტნელები, კი პირიქით ქართველებზე. ეს ყველაფერი ბრძოლებს უფრო საინტერესოს ხდის, მაგრამ მე ეს არ მომწონს. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ინგუშეთიდან მხოლოდ 2 საათია საჭირო საქართველოში გადასასვლელად. ჩვენ მეზობლები ვართ და კარგი არაა, როდესაც ერთმანეთზე ცუდად ვსაუბრობთ." - განაცხადა ევლოევმა.
გეტყვით, რომ მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელია, მისი რეკორდი 19-0-ზეა. როგორც ცნობილი ხდება, ინგუში მებრძოლი მომდევნო ორთაბრძოლას ქამრისთვის იბრძოლებს. მისი სავარაუდო მეტოქე ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის შორის გამარჯვებული იქნება.