ფეხბურთი

14:25 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიკ მენიო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"მილანს" სერია A-ს 28-ე ტურში "ლეჩეს" წინააღმდეგ ფრანგი მეკარე მაიკ მენიო ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი, კი დისკვალიფიკაციაა.

როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან მენიოს დისკვალიფიკაციის მიზეზი "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ მსაჯთან მომხდარი შელაპარაკებაა, რა დროსაც ფრანგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ არბიტრს. ამ ყველაფრის გამო მენიო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" "ლაციოსთან" 1:2 დამარცხდა. გამარჯვების გოლი პედრომ გაიტანა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

0.119968