ფეხბურთი

13:50 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ-ჟერმენი" VS "ლივერპული" - იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩში "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლებს.

წამყვანი სტატისტიკის საიტებმა Whoscored-მა და Sofascore-მა მატჩის სავარაუდო შემადგენლობები დაასახელეს, სადაც ორივე საიტი ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს.

"პარი სენ-ჟერმენის" სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

Whoscored-ის ვერსია - დონარუმა, მარკინიოსი, პაჩო, ჰაკიმი, მენდეში, რუისი, ვიტინია, ნევეში, დემბელე, ბარკოლოა, კვარაცხელია.

Sofascore-ის ვერსია - დონარუმა, მარკინიოსი, პაჩო, ჰაკიმი, მენდეში, რუისი, ვიტინია, ნევეში, დემბელე, ბარკოლოა, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.06401