ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" "ატლეტიკო 2:1(ვიდეო) დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც შეხვედრა შეაფასა.
"ძალიან რთული და სახასიათო შეხვედრა გამოვიდა, მატჩის სტარტზე სწრაფი გოლი მივიღეთ, თუმცა გუნდი არ გატყდა და ბრძოლა გააგრძელა. მალევე შევძელით ანგარიშის გათანაბრება, თუმცა რიგ მომენტებში შეცდომები დავუშვით და უნდა გამოვასწოროთ. საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივრების უპირატესობა გვექნება და როგორც დღეს ვიყავით შემართულნი ისე უნდა ვითამაშოთ. რეალს ვინისიუსი და მბაპე ჰყავს და კონტრშეტევაზე გადასვლის წარმოუდგენელი რესურსი აქვს. ვფიქრობ თავი კარგად წარმოვაჩინეთ და ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა სიმეონემ.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში 12 მარტს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული, კი დიდი ალბათობით ლონდონის "არსენალს" შეხვედება, რომელმაც "პსვ" სტუმრად 7:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს.