ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" "ატლეტიკო 2:1 (ვიდეო) დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც შეხვედრა შეაფასა.
"რთული თამაში გამოვიდა და მოხარულები ვართ, რომ მცირე, მაგრამ უპირატესობა მაინც მოვიპოვეთ. მიზანი სწორედ ეს იყო. თავიდანვე კარგად დავიწყეთ და როდრიგომ ძალიან კარგი გოლი გაიტანა. გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად იცავდა და მოწინააღმდეგს ბევრი მომენტების შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. წარმოდგენაც არ მინდა, თუ რა რთული მატჩი გველოდება წინ.ვფიქრობ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ფინალში თამაში ძალიან გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა ანჩელოტიმ.
"რეალისა" და "ატლეტიკოს" განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში 12 მარტს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული, კი დიდი ალბათობით ლონდონის "არსენალს" შეხვედება, რომელმაც "პსვ" სტუმრად 7:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდა.