ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოახერხა.
33 წლის ქართველის მეტოქე ძირითად ბადეში ამერიკელი მარკოს გირონი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 48-ე ადგილს იკავებს. იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი ამერიკელის დამარცხებას მოახერხებს, მისი მეტოქე მეორე წრეში ნორვეგიელი კასპერ რუდი იქნება.
ბასილაშვილისა და გირონის შეხვედრა დღეს გვიან ღამით 02:00-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს ინდიან ველსზე ფინალში ითამაშა, სადაც კამერონ ნორისთან მარცხი განიცადა.