NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე კვლავ "ტორონტოს" უმასპინძლა და მეორე ჯერზეც დამარცხდა, ამჯერად "მეჯიქმა" შეხვედრა ერთი ქულით 113:114 დათმო.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, დიდ შესვენებაზე "ორლანდო" 5 ქულიანი უპირატესობით გავიდა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულიანი სხვაობით მოიგეს, რამაც დიდი როლი ითამაშა საბოლოო ანგარიშზე. "მეჯიქს" მიმდინარე სეზონში 34 წაგება დაუგროვდა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 2 ქულას, 5 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.
"ორლანდო" 29 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 7 მარტს "ჩიკაგოს" წინააღმდეგ გამართავს.