ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „პეტკიმ სპორი“ 90:83 დაამარცხა.
ესპანურმა გუნდმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგო და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ეს უპირატესობა „ტენერიფემ“ მეორე ნახევარში შეინარჩუნა.
შერმადინმა 24 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ ჯგუფში სამი ტურის შემდეგ სამი გამარჯვებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში 12 მარტს, სტუმრად "რეჯანას" შეხვდება.