ფეხბურთი

2:00 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი რაუნდი "რეალმა" მოიგო, "არსენალმა" პსვ გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ სათამაშო მორიგი სამი მატჩი გაიმართა.

დღის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდული დერბი იყო, რომელშიც „რეალმა“ „ატლეტიკოს“ აჯობა და მცირე, მაგრამ უპირატესობა მოიპოვა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მეოთხე წუთზე როდრიგოს შესანიშნავი გოლით დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი წუთები „რეალი“ მეტოქეს სჯობდა, მეორე გოლში ეს მასპინძლებმა ვერ ასახეს, ხოლო ტაიმის შუაში ხულიან ალვარესმა ფანტასტიკური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი ისევ „რეალის“ სწრაფი გოლით დაიწყო, ამჯერად ბრაიმ დიასმა გაიტანა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, გარისკვა არც ერთ გუნდს სურდა. ეს იყო მე-10 თამაში ამ გუნდებს შორის ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე და „რეალის“ უპირატესობა გაიზარდა - 6 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე „სამეფო კლუბი“ გავიდა (ან ფინალში იმარჯვა). ვნახოთ, ერთ კვირაში დიეგო სიმეონეს გუნდს ისტორიის შეცვლა მოუწევს, თუ ტურნირიდან გამოთიშვა არ უნდა.

სამაგიეროდ, არაფერი შეიცვლება საპასუხო მატჩში პსვ-„არსენალის“ წყვილში. ნიდერლანდური კლუბი კატასტროფულ ფორმაშია, ერედივიზიონშიც ვეღარავის უგებს და „არსენალის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე 1:7 განადგურდა. ცხადია, რომ მიკელ არტეტას გუნდი მეოთხედფინალშია.

„დორტმუნდის“ და „ლილის“ დაპირისპირებაში ინტრიგა ცოცხალია. გუნდებმა გოლები გაცვალეს და ფრე 1:1. საფრანგეთში „ლილი“ ეცდება გასული სეზონის ფინალი ტურნირიდან გააგდოს.

პსვ ეინდჰოვენი - „არსენალი“ 1:7 (1:3)

გოლები: 0:1 ტიმბერი (18), 0:2 ნვანერი (21), 0:3 მერინო (31), 1:3 ლანგი (43, პენ), 1:4 ოდეგორი (47), 1:5 ტროსარი (48), 1:6 ოდეგორი (73), 1:7 კალაფიორი (85)

„დორტმუნდი“ – „ლილი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ადეიემი (22), 1:1 ჰარალდსონი (68)

„რეალი“ – „ატლეტიკო“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 როდრიგო (4), 1:1 ალვარესი (32), 2:1 დიასი (55)

0.133894