ფეხბურთი

0:50 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სლოტი პსჟ-სთან მატჩზე: "ვისაც ფეხბურთი უყვარს, ეს ყველასთვის შესანიშნავი თამაში იქნება"
"დემბელე, ბარკოლა და კვარაცხელია ძალიან სწრაფი ფეხბურთელები არიან"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, თუ თქვენ გინახავთ მათი მატჩები ბოლო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთ გუნდთან თამაში შესაძლებელია, ძველ ფორმატშიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი მატჩი იქნება ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. სათამაშო სტილი საკმაოდ მსგავსია, ორივე გუნდს უყვარს ბურთის ფლობა და ძალიან ბევრს მუშაობს უბურთოდ. 7-8 ასპექტი შემიძლია დავასახელო, რაშიც ორივე კლუბი მსგავსია.

წავიკითხე ლუის ენრიკეს სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ შეტევაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ამაშიც ვხედავ მსგავსებას, რადგან ბარკოლა და დემბელე ნელი ფეხბურთელები არ არიან. ისინი ძალიან, ძალიან სწრაფები არიან, როგორც ხვიჩა კვარაცხელია. ჰაკიმისა და ალექსანდერ-არნოლდს შორისაც არის მსგავსება. გვექნება გეგმა, რომ მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი თავი და ასევე, ექნებათ მათაც“, - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.121872