ფეხბურთი

0:28 | 5.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, სპალეტის "ნაპოლის" ვუყურებდი"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ ძალიან მოსწონდა:

„ვერ ვისაუბრებ იმაზე, დაინტერესებული ვიყავით თუ არა მისი ტრანსფერით, შემიძლია გითხრათ, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა. ის სპალეტის „ნაპოლიში“, რომლის ყურებაც მიყვარდა, როდესაც ისინი დომინირებდნენ სერია A-ში და ევროპაშიც ძალიან კარგად თამაშობდნენ. მგონი, იმ სეზონში „ლივერპულსაც“ შეხვდნენ, ხომ? ის დიდებული ფეხბურთელია, ასეთი პსჟ-ს ბევრი ჰყავს და ისიც ერთ-ერთი მათგანია“, - თქვა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.107591