ფეხბურთი

23:46 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო, რომლის პირველი შეხვედრა „ბრიუგესა“ და „ასტონ ვილას“ შორის გაიმართა, რომელიც ინგლისელებმა 3:1 მოიგეს და მეოთხედფინალში თითქმის გავიდნენ.

შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და 12 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ერიკ ბაილის გოლს დე კუიპერმა უპასუხა. თუმცა, მეორე ტაიმში ბირმინგემელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ორი გოლი გაიტანეს. ჯერ მეხელემ ავტოგოლი შეაგდო, ხოლო შემდეგ მარკო ასენსიომ პენალტით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:3.

„ასტონ ვილა“ საპასუხო შეხვედრის წინ აშკარა ფავორიტად იქცა, წესით, მეოთხედფინალში გასვლა არ გაუჭირდება.

„ბრიუგე“ – „ასტონ ვილა“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბაილი (3), 1:1 დე კუიპერი (12), 1:2 მეხელე (82, ა.გ), 1:3 ასენსიო (88)

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117129
სარეკლამო ადგილი - 99
X x X