საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას შესახებ კომენტარი გააკეთა და პორტუგალიელის საქციელი დაგმო.
„ვფიქრობ, სრულიად მიუღებელია, ჩვენ მსგავსი რამეს საერთაშორისო მოედნებზე არ უნდა ვხედავდეთ. სანქცია ამ საქციელის შესაბამისი უნდა იყოს. ჩემი როლი მსაჯების დაცვაა. ეს რთული საქმეა. ისინი პატივისცემას იმსახურებენ“, - თქვა დიალომ.
შეგახსენებთ, რომ პაულუ ფონსეკამ „ანჟერთან“ მატჩში მთავარ მსაჯ ბენუა მილოს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც 7-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.