ლისაბონის „ბენფიკას“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ანხელ დი მარია ვერ დაეხმარება.
არგენტინელ ფეხბურთელს ტრავმა აქვს, რის გამოც ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, პორტუგალიურ კლუბს ფლორენტინოც ვერ დაეხმარება.
„ბენფიკა“ – „ბარსელონას“ მატჩი 5 მარტს გაიმართება. ეს გუნდები ფაზის ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინ „ბარსამ“ ლისაბონში 5:4 გაიმარჯვა.
ანხელ დი მარიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.