იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში 27 ტურის ისეთი მდგომარეობაა, სამქულიან ერაში აქამდე რომ არ ყოფილა.
გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა 1994-1995 წლების სეზონიდან ენიჭებათ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა სერია A-ში 27-ე ტურის შემდეგ ოთხ გუნდს შორის სხვაობა სულ რაღაც 6 ქულაა.
ლიდერი „ინტერია“ 58 ქულით, შემდეგ „ნაპოლი“ მოდის, რომელსაც 57 ქულა აქვს, „ატალანტას“ 55, ხოლო „იუვენტუსს“ – 52.
მოკლედ, საჩემპიონო რბოლაში ამ ეტაპზე 4 გუნდია ჩაბმული. სხვათა შორის, ძალიან შორს ლიდერისგან არც მეხუთეადგილოსანი „ლაციოა“, რომელიც „ინტერს“ 8 ქულით ჩამორჩება.
სერია A-ს დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და წესით, სეზონის ძალიან დაძაბული, საინტერესო ფინიში იქნება.