„ნაპოლიმ“ ურუგვაელ მცველთან, მატიას ოლივერასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
27 წლის ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდა.
„ნაპოლიმ“ მატიას ოლივერა 2022 წელს „ხეტაფედან“ დაიმატა და მას შემდეგ მან 90 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.