„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა ლამინ იამალმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რაც მას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეექმნა.
„ბავშვივით ვიყავი, მაგრამ ევრო 2024-ის მოგების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბავშვს აღარ ვგავარ, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ადრე ნორმალურად ვმგზავრებდი, ახლა კი ძალიან მიჭირს აეროპორტში ყოფნა, რადგან ყველა მცნობს. ეს არის რაღაც საამაყო, მაგრამ ძნელია, რადგან ასეთი პოპულარობა ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებას", - ციტირებს იამალის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
მიმდინარე სეზონში 17 წლის იამალმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მის კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.