ფეხბურთი

14:16 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: „იტალიაში ძალიან ცოტა ნიჭერი ფეხბურთელია, გვარდიოლა და ბაჯო ერთ დროს „ბრეშაში“ თამაშობდნენ

„რომას“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნიჭიერი ფეხბურთელები ცოტა დარჩნენ.

„იტალიაში ძალიან ცოტა ნიჭიერი მოთამაშეა. „ბრეშას“ოდესღაც ჰყავდა (პეპი) გვარდიოლა და (რობერტო) ბაჯო, მაგრამ დღეს ჩვენ არც კი ვიცით მათი ფეხბურთელების სახელები", - ციტირებს ტოტის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო რომაულ კლუბში თამაშობდა 1992/1993 წლების სეზონიდან 2017/2018 წლების სეზონამდე. ამ პერიოდში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 783 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 307 ბურთი გაიტანა და 209 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2017-19 წლებში ტოტი „რომას“ დირექტორად მუშაობდა.

0.134083