მადრიდის „რეალის" ყოფილმა მცველმა მარსელომ „სამეფო კლუბში“ გადასვლამდე თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან შეტაკებაზე ისაუბრა.
„ჩემი ურთიერთობა კრიშტიანუსთან იმით დაიწყო, რომ ბრაზილია-პორტუგალიის მატჩის დროს ვიკამათეთ. ის ზედმეტად სწრაფი იყო და მე მომიწია უხეშობა. ხელი მომიჭირა და მეც მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძალიან მაღალი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ მადრიდის „რეალი" რონალდუს ორ თვეში გააფორმებდა. შემდეგ ხუმრობით ვთქვი: „კლუბს ვტოვებ“, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო“, - ციტირებს მარსელოს სიტყვებს Madrid Xtra.
შეგახსენებთ, რომ მარსელო მადრიდის „რეალში" 2007 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტომდე თამაშობდა. მადრიდში ყოფნის დროს ბრაზილიელმა ხუთჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა. 2022 წლის სექტემბერში მარსელო ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა. კარიერა კი შარშან ნოემბერში დაასრულა ბრაზილიურ „ფლუმინენსეში.“