ფეხბურთი

12:53 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა შესაძლოა „ლივერპულში“ მოჰამედ სალაჰი შეცვალოს

„ბარსელონას" ბრაზილიელმა გარემარბმა რაფინიამ „ლივერპულის“ ყურადღება მიიპყრო - წერს El Nacional.

წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს ინგლისური გიგანტი მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ესპანურ გრანდს შეუძლია ფეხბურთელის გაყიდვა დაახლოებით 100 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

არაერთი პოპულარული გამოცემა ამ სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატებად რაფინიასა და სალაჰს მიიჩნევს.

0.116632