ფეხბურთი

12:19 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაცხადდა ფლიკის პოზიცია ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ

„ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი არ არის დარწმუნებული „სანტოსის“ ფორვარდის ნეიმარის კატალონიურ კლუბში დაბრუნების აუცილებლობაში - წერს Sport.es.

გერმანელ სპეციალისტს ეჭვი ეპარება მის ფიზიკურ ფორმასა და ამჟამინდელი სათამაშო დონის ხარისხზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიური კლუბის თამაშის საფუძველი ახალგაზრდობა და მაღალი ინტენსივობაა. უფრო მეტიც, ამ დროისთვის კლუბში ბრაზილიელისთვის ოფიციალური შეთავაზებაც კი არ განიხილება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლუბის ფინანსური არასტაბილურობა. „ბარსელონამ“ ჯერ კიდევ არ იცის, რა იქნება მათი ბიუჯეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის პრიორიტეტული მიზანი „ბარსელონაში“ დაბრუნებაა. ბრაზილიელი „ბლაუგრანაში" გადასასვლელად დაბალ ხელფასზეც დათანხმდება.

0.121034