მადრიდის „ატლეტიკოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ანდრეა ბერტამ შესაძლოა მსგავსი პოზიცია ლონდონის „არსენალში“ დაიკავოს - წერს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. ესპანელი სპეციალისტი უპირატესობას ლონდონურ კლუბს ანიჭებს. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ ედუ გასპარმა „არსენალის“ სპორტული დირექტორის პოსტი შარშან ნოემბერში დატოვა.
ამჟამად, ლონდონური კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ ლივერპულს 13 ქულით ჩამორჩება ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.