„ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ჩავიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ ჩაიბაროს, იუწყება El Nacional.
იტალიური კლუბი მიმართულების შეცვლას ცდილობს ტიაგო მოტას ხელმძღვანელობით იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ და ჩავი მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამის მიუხედავად, ესპანელი მზადაა ახალ სამსახურს მხოლოდ ერთ პირობით დათანხმდეს - თუ „ბიანკონერი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს გაიფორმებს.
თავის მხრივ, კატალონიელები ფერმინს გაუყიდავ მოთამაშედ მიიჩნევენ, თუმცა თავად ფეხბურთელმა შესაძლოა ჩავის მიწვევის ვარიანტი განიხილოს.
ჩავიმ „ბარსელონა“ 2024 წლის 30 ივნისს დატოვა და მას შემდეგ კლუბის გარეშეა.
27 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.