ფეხბურთი

2:20 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ახლა მიზანი უპირატესობის მოპოვებაა, გადამწყვეტი საპასუხო მატჩი იქნება"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მიზანი საპასუხო მატჩისთვის უპირატესობის მოპოვებაა, ყველაფერს კი, სწორედ „მეტროპოლიტანოზე“ გასამართი შეხვედრა გადაწყვეტს.

„დაბალანსებული თამაში იქნება, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. ხვალ ჩვენი მიზანია კარგად თამაში და უპირატესობის მოპოვება, თუმცა ვიცით, რომ ძალიან დიდი უპირატესობის მოპოვება შეუძლებელი იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია.

სიმეონე ძალიან მომწონს, როგორც მწვრთნელი. ის, თუ როგორ კითხულობს თამაშს, როგორი სტრატეგია აქვს, როგორი დამოკიდებულებით თამაშობს მისი გუნდი.

დერბი ყოველთვის დერბია, განსაკუთრებული ემოციების მატჩი, რომელსაც წნეხი ახლავს მატჩამდე. ისინი ძალიან კონკურენტუნარიანები არიან და ხვალაც ასე იქნება. „ატლეტიკო“ ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ბოლო დერბიში პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ხვალ ეს არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ არის ძალიან რთული.

ბევრი ძალიან სერიოზული ტრავმა გვქონდა, რაც სეზონზე გავლენას ახდენს, მაგრამ მეორე მხრივ, გამოჩნდა ძალიან ფეხბურთელი, რაულ ასენსიო, რომელიც ძალიან გვეხმარება. ზოგჯერ ტრავმები გუნდის ხასიათის და ახალი მოთამაშეების დანახვის შესაძლებლობაა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.112499