იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ვერონა“ 2:0 დაამარცხა და ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.
ეს უცნაურია იმის ფონზე, რომ „იუვეს“ უმძიმესი, საშინელი სეზონი აქვს. მიუხედავად ამისა, სერია A-ში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და ლიდერების ქულების დაკარგვით ბოლო ტურებში იდეალურად სარგებლობს.
ტიაგო მოტას გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშს პირველივე ტაიმში გახსნიდა, რომ არა, „ვერონას“ მეკარე, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა. თუმცა, ტურინელებს პირველ გოლამდე კარგა ხანს მოცდა მოუწიათ. 73-ე წუთზე ძალიან კარგი კომბინაცია გოლით ხეფრენ ტურამმა დაასრულა და ანგარიში გახსნა. მატჩის მიწურულს ტეუნ კოპმაინერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.
„იუვენტუსი“ 52 ქულით მეოთხე ადგილზეა, „ატალანტას“ 3, „ნაპოლის“ 5 და „ინტერს“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა, უკან „ლაციოს“ სუნთქვას უფრო ძლიერად გრძნობს, რომელსაც 2 ქულით უსწრებს.
წინ კიდევ 11 ტურია, მომდევნო მატჩს „იუვე“ 9 მარტს, უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ გამართავს.