„მილანის“ ნახევარმცველმა ტიჯანი რეინდერსმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
რეინდერსი „მილანმა“ 2023 წელს „ალკმაარიდან“ 20 მილიონ ევროდ დაიმატა და მას შემდეგ იტალიურ კლუბში ჩატარებულ 90 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.