ფეხბურთი

21:51 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "მინდა "რეალის" ლეგენდა გავხდე და ამ კლუბის ისტორია დავწერო"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, თავის მომავალთან დაკავშირებით მშვიდადაა და სურს, რომ „სამეფო კლუბის“ ისტორია დაწეროს, ამ გუნდის ლეგენდა გახდეს.

„ძალიან მშვიდად ვარ, რადგან კონტრაქტი 2027 წლამდე მაქვს და ერთი სული მაქვს, ის განვაახლო. მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ადგილია, საუკეთესოებთან ერთად ვთამაშობ, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, ისტორია აქ დავწერო, „რეალის“ ლეგენდა გავხდე.

ოქროს ბურთის დაჯილდოება? კლუბმა მთხოვა, რომ არ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი მადრიდში, რასაც მეუბნებიან იმას ვაკეთებ. ვიცი, რომ ამ კლუბში მექნება სხვა შანსი, რომ მოვიგო ტიტულები და და მეტი ჯილდო“, - თქვა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ 4 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

0.118645