ფეხბურთი

21:15 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ისეთი ემოციაა, თითქოს, ეს ჩვენი პირველი დერბი იყოს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს გუნდები ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

„ეს არის მატჩი, რომელსაც პატივისცემით ვითამაშებთ, დიდი მეტოქის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ორივე გუნდი ერთმანეთს პატივს თანაბრად ვცემთ. სხვა ქვეყნის გუნდი რომ ყოფილიყო, ამ საკითხებს არ შევეხებოდით, მაგრამ ეს დერბია და ამაზე საუბარი ნორმალურია. ქალაქისთვის სანახაობრივი თამაშია. ესპანეთისთვის კარგია, რომ მეოთხედფინალში ესპანური გუნდი ნამდვილად იქნება. ჩვენ თამაშით სიამოვნების მიღება მოგვიწევს. ისე ვითამაშებთ, თითქოს, ეს ჩვენს შორის პირველი დერბი იყოს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 4-12 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068742
სარეკლამო ადგილი - 99
X x X