ფიბამ ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის 24 ნაკრები 6 კალათაში განააწილა. საქართველოს ნაკრები რეიტინგის მიხედვით მეოთხე კალათაში მოხვდა ფინეთთან, თურქეთსა და ისრაელთან ერთად.
უკვე გარკვეულია, რომ საქართველო ვერ მოხვდება ჯგუფში, რომელსაც ფინეთი უმასპინძლებს. თავის მხრივ, ფინეთმა, როგორც მასპინძელმა მეტოქედ ლიეტუვა აირჩია. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მათთან თამაში არ მოუწევს.
ოთხივე კალათა შემდეგნაირია:
I კალათა
სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი
II კალათა
ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
III კალათა
იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
IV კალათა
ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
V კალათა
ბელგია, ბოსნია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა
შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება.
უკვე ცნობილია, რომ ჯგუფში ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა ლიეტუვა, კვიპროსმა საბერძნეთი და პოლონეთმა - სლოვენია. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ფინეთი-ლიეტუვას ჯგუფში ვერ მოხვდება.
ევრობასკეტი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ოთხ ქვეყანაში გაიმართება: კვიპროსი (ლიმასოლი), ფინეთი (ტამპერე), პოლონეთი (კატოვიცე), ლატვია (რიგა). ევრობასკეტზე 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებდა, საიდანაც 4-4 საუკეთესო ნაკრები გავა და ასპარეზობას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს.