ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენა სურს და სურვილს გამოთქვამს, რომ „რეალში“, ფლორენტინო პერესის გვერდით იმუშაოს.
„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, „რეალის“ დატოვებასა და კილიან მბაპეზე:
„არ ვიცი, კარიერის დასრულების თარიღი, „ალ-იტიჰადთან“ ჯერ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი დამრჩა. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიგრძნობ თავს, მაგრამ ვიცი, რომ მწვრთნელობა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ფეხბურთელობა. მინდა, კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენა, მომეწონებოდა ფლორენტინო პერესის გვერდით მუშაობა.
როდესაც „რეალში“ „ლიონიდან“ გადავედი, პერესმა მამაჩემს უთხრა, რომ სანამ ის მადრიდში იქნებოდა, მეც კლუბში დავრჩებოდი. ის იყო პირველი ადამიანი, ვისაც დავურეკე, როცა წასვლა გადავწყვიტე. მან ბოლომდე ვერ გაიგო ეს გადაწყვეტილება, ვუთხარი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად იყვნენ ჩემს შესაცვლელად. ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე, ოქროს ბურთიც მოვიგე, საუკეთესოდ მინდოდა წავსულიყავი. ჩემთვის, „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და არ მინდოდა, ისეთ გუნდში წასვლა, რომელიც „რეალის“ კონკურენტი იქნებოდა, მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ ან „პარი სენ-ჟერმენი“.
მბაპე? მისი სიტუაცია ჩემგან განსხვავებულია. მე ძალიან ახალგაზრდა, 21 წლისა გადავედი „რეალში“, ის უკვე 25 წლისაა. იცის, რომ „რეალში“ თუ შეცდომას უშვებ, ყურადღების ცენტრში ხარ, რადგან მხოლოდ გოლების გასატანად გიყიდეს. წნეხი უზარმაზარია“, - აღნიშნა ბენზემამ.