ტურინის „იუვენტუსი“ ფრანსისკო კონსეისაოს გარეშე დარჩა, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს.
ჯერჯერობით, ზუსტი დრო უცნობია, რომელიც მას გაუცდება, დამატებითი კვლევა 10 დღის შემდეგ ჩაუტარდება, მაგრამ სავარაუდოდ, მარტის სანაკრებო პაუზამდე ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ფრანსისკო კონსეისაომ ყველა ტურნირზე „იუვენტუსის“ მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.