ფეხბურთი

18:00 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ფედერიკო დიმარკო გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფედერიკო დიმარკო გამოაკლდა. იტალიელმა მცველმა ტრავმა „ნაპოლისთან“ მატჩში მიიღო, რომელშიც შესანიშნავი გოლიც გაიტანა

დიმარკო დაახლოებით 20 დღე იუქმებს, შესაბამისად, „ინტერს“ მარტის ბოლოს, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. ის „ფეიენოორდთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში დიმარკომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

0.133989