ფეხბურთი

17:20 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ლეაომ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს

"მილანის" პორტუგალიელი ფეხბურთელი რაფაელ ლეაო შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისში გადაბარგდეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით 25 წლის ფეხბურთელით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული და მზად არიან მის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ. ბოლო წლების განმავლობაში "მილანსა" და "ჩელსის" შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ვარაუდობენ, რომ მხარეები აღნიშნულ გარიგებაზეც გამონახავენ საერთო ენას. ლეაოს გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში 175 მილიონი უწერია, თუმცა "არისტოკრატებს" რწამთ, რომ მისი გაფორმება გაცილებით დაბალ თანხად შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაო "მილანს" 2019 წელს შეუერთდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლეაოს სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 75 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117791
სარეკლამო ადგილი - 99
X x X