კრიშტიანუ რონალდუ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს,სადაც "ალ-ნასრი" სტუმრად ირანულ „ესტეღლალს" დაუპირისპირდება.
როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი ვარსკვლავი სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა და შესაბამისად გუნდს ირანში არ გაჰყოლია.
ამასთან დაკავშირებით "ალ-ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კრიშტიანუს ფიზიკური პრობლემები აქვს და თავს 100%-ით მზად არ გრძნობს. ამის გამო, კი გარისკვას არ აპირებენ და გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ირანში ჩასვლის შემთხვევაში გაროზგვა ემუქრებოდა, რადგან 2023 წელს რონალდუმ ირანელ მხატვარს, ფატემე ჰამანის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, შუბლზე აკოცა, როცა ჰამანიმ რონალდუს მისი პორტრეტი უსახსოვრა.სწორედ ამიტომ, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ირანული კანონებით 100 როზგი ემუქრება, თუ ირანში ჩავა.
„ესტეღლალსა" და "ალ-ნასრის" დაპირისპირება დღეს 20:00-ზე აიღებს სტარტს.