UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ახლა MMA-s ცნობილმა ექსპერტმა ჩეილ სონენიმ საკუთარ იუთუბ არხზე ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა, მისი თქმით ჯერ ქართველ მებრძოლს დასამტკიცებელი აქვს და მახაჩევთან ამ მომენტში ბრძოლა გამორიცხულია.
"თოფურია მახაჩევის წინააღმდეგ კარგად ჟღერს, თუმცა ვფიქრობ ილიას დასამტკიცებელი ბევრი აქვს. მან ჯერ ერთი ბრძოლა მაინც უნდა მოიგოს და ის მივიდეს მახაჩევამდე. ამისთვის მან ოლივეირასთნ ან ცარუკიანთან უნდა იჩხუბოს, რადგან დაამტკიცოს, რომ მსუბუქ დივიზიონში ანგარიშ გასაწევი ძალაა." - განაცხადა სონენიმ.
გეტყვით, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონი ოფიციალურად დატოვა და ზედა წონაში გადაინაცვლა. მის მიერ დატოვებულ ქამარზე კი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი 12 აპრილს იჩხუბებენ.