სხვა

14:50 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი:"მე და არმანს შალახო ერთად უნდა გვეცეკვა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა"

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, სადაც მან ასევე არმან ცარუკიანზეც გააკეთა კომენტარი.

"ბრძოლის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ უმარს დავამარცხებდი. მე ამ ბრძოლისგან სიამოვნება მივიღე, როგორც ამას სხვა ბრძოლებში ვაკეთებ ხოლმე. მინდა სომეხ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, რაღაც ნაწილი დარბაზშიც იმყოფებოდა, რომელთა მხარდაჭერას და სითბოს ვგრძნობდი."

"მე და არმან ცარუკიანს გვსურდა ბრძოლის შემდეგ გამარჯვებები შალახოს ცეკვით აგღვენიშნა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რის გამოც არმანმა ბრძოლა ვერ შეძლო." - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი 19 იანვარს მსაჯების ერთუსლოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

0.117962