ჩოგბურთი

14:10 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიანა ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2023 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს ATP 1000-იან ტურნირზე. 33 წლის ნიკოლოზი ინდიანა ველსზე ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.

ბასილაშვილის მეტოქე პირველ ეტაპზე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მე-12 ნომრად არის განთესილი. აღნიშნული დაპირისპირება დღეს 23:30-ზე არის ჩანიშნული.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ამერიკელის ბარიერის დაძლევას შეძლებს, კვალიფიკაციის ფინალში მისი მეტოქე სლოვაკი იოზეფ კოვალიკისა და იაპონელი იასუტაკა უჩიამას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 383 ქულით 152-ე ადგილზეა.

0.183184