ფეხბურთი

13:30 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სარაევოს" მწვრთნელი:"გულიაშვილის დაცვა შეუძლებელია, ის შანსებს ძალიან მარტივად იღებს"

ბოსნიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სარაევომ“ „შიროკი ბრიეგისთან“ გიორგი გულიაშვილის გოლით 1:0(გულიაშვილის გოლი) მოიგო.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ძალიან აქტიურიც იყო, უფრო მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა ერთ გოლს დასჯერდა, რომელიც 53-ე წუთზე შეაგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

შეხვედრის შემდეგ "სარაევოს" მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი გიორგი გულიაშვილზე გააკეთა.

"მოხარულები ვართ გამარჯვებით, ეს 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გულიაშვილი საოცარი მოთამაშეა, რომლის წინააღმდეგაც დაცვის თამაში ძალიან რთულია, ის საგოლე მომენტებს ძალიან მარტივად იღებს. მას მეტი გოლის გატანაც შეუძლია, რადგან ბევრ მომენტს აფუჭებს." -განაცხადა ზეკიჩმა.

გულიაშვილი 19 მატჩში გატანილი 13 გოლით ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში ასევეა 4 საგოლე პასიც. ბოსნიის თასზე გიორგის 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა, ასე რომ, სეზონში სულ 17 გოლი აქვს. „სარაევო“ 42 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მარტს, „ველეზ მოსტარს“ ესტუმრება.

0.116278