ჭიდაობა

13:00 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი და გუნდური პირველი ადგილი, ქართველი მოჭიდავეების ბრწყინვალე გამოსვლა ტირანაში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 29 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

10 წონითი კატეგორიიდან 5-ში ფინალში ქართველი მოჭიდავე გავიდა. იური ლომაძემ (72 კგ) ჩვეულად ეფექტურად, სანახაობრივად და რაც მთავარია, დაუმარცხებლად იჭიდავა და ჩემპიონი გახდა. 17 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ნაკრებში სადებიუტო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ვერცხლით დაასრულეს შეჯიბრებაზე გამოსვლა ამირან შავაძემ (60 კგ), გელა ბოლქვაძემ (82 კგ. მცირე ტრავმის გამო ფინალში არ უჭიდავია) და გიორგი მელიამ (97 კგ). ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.


საქართველოს ნაკრები ალბანეთიდან ხორვატიაში მიემგზავრება, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე.

0.117341