ფეხბურთი

12:30 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ამჯერად ჯარიმიდან გაიტანა, "სანტოსი" ნახევარფინალშია (+VIDEO)

ნეიმარმა "სანტოსში" დაბრუნების შემდეგ მესამედ გაიტანა, ბრაზილიელმა ამჯერად თავი თასის მეოთედფინალურ მატჩში გამოიჩინა, სადაც "სანტოსი" "ბრაგანტინოს" დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

ნეიმარმა შეხვედრის მე-9 წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა, მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა, მატჩის 57-ე წუთზე მეორე გოლის გატანა ჟოაო შმიდტმა მოახერხა და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა."სანტსმა" ამ გამარჯვებით თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნეიმარმა "სანტოსსში" გადასვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გატანილ გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.

0.124101