ფეხბურთი

11:15 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა მექსიკაში პირველი გოლი გაიტანა (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში "მონტერეიმ" საკუთარ მოედანზე "სანტოს ლაგუნას" უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

მექსიკის ჩემპიონატში პირველი გოლის გატანა მოახერხა სერხიო რამოსმა, რომელმაც თავური დარტყმით 57-ე წუთზე გაიტანა და "მონტერეი" მატჩში წინ გაიყვანა.

"მონტერეიში" გადასვლის შემდეგ სერხიო რამოსმა 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და მის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლია. მექსიკის ჩემპიონატში "მონტერეის" 10 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.

0.121981