NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელმაც საკუთარ მოედანზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერ "ოკლაჰომა სითის" უმასპინძლა და 132:146 დამარცხდა.
შეხვედრა "სპურსმა" კარგად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ "ოკლაჰომამ" თამაში საგრძნობლად გამოასწორა და მასპინძლებს მესამე და მეოთხე მეოთხედში შანსი არ დაუტოვა და სეზონში 49-ე გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა მხრიდან საუკეთესო ჯალენ ვილიამსი გახდა, რომელმაც 33 წუთში 41 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ცოტა სათამაშო დრო მიეცა, ქართველმა პარკეტზე 2 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულის ჩაგდება მოახერხა, მან 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და ორი საჯარიმო სროლიდან ორივე ზუსტად გამოიყენა.
"სან ანტონიოს" 25 მოგება და 34 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "სპურსი" 5 მარტს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.