კალათბურთი

9:20 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდოს" ზედიზედ მესამე მარცხი, გოგა ბითაძემ მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია გოგა ბითაძის "ორლანდომ". ამჯერად "მეჯიქი" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ტორონტოსთან" დაძაბულ ბრძოლაში 102:104 დამარცხდა.

გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე ჯამში 16 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 1 ქართველმა 1 ქულას, 2 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ბლოკშოტს მოუყარა თავი.

"ორლანდო" 29 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 5 მარტს ისევ "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.

0.107799