ფეხბურთი

2:11 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის "ვალენსიამ" "ოსასუნასთან" ქულა გადაარჩინა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „ოსასუნასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ფრედ, 3:3 დასრულდა. დიეგო ლოპესის გოლით თავიდან „ღამურები“ დაწინაურდნენ, რასაც აიმარ ოროსმა უპასუხა. მალევე, უმარ სადიქმა შეაგდო და „ღამურები“ მეორედ გავიდნენ წინ.

თუმცა, ტაიმი მაინც „ოსასუნამ“ მოიგო, რადგან ჯერ ოროსმა დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ანტე ბუდიმირმა გიორგი მამარდაშვილს პენალტი გაუტანა. კარლოს კორბერანის გუნდმა ქულა 87-ე წუთზე გადაარჩინა, როცა სადიქმა ქუსლით დიდებული გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილმა ორი სეივი მიითვალა, მას მიმდინარე სეზონში 5-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

„ვალენსია“ 24 ქულით „ლას პალმასთან“ ერთად მე-17-მე-18 ადგილებს იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს ბოლოადგილოსან „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

0.11692