„ლიონის“ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება მას შემდეგ, რაც მსაჯს ფიზიკურად შეეხო.
„ბრესტთან“ შეხვედრაში (2:1) ფონსეკას მსაჯმა, ბენუა მილომ წითელი ბარათი უჩვენა, რამაც პორტუგალიელის გაღიზიანება გამოიწვია და არბიტრს თავი თავზე მიადო, ხმამაღლა უყვიროდა და არაა გამორიცხული, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ფონსეკას 7-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რადგან მსგავს ქმედებაზე ლიგა 1-ში ზემოხსენებული სასჯელია.
„ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ბოდიშს ვიხდი, ასეთი ჟესტი არ უნდა მქონოდა, ჩემი რეაქცია არასწორი იყო“, - აღნიშნა ნამატჩევს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ პაულუ ფონსეკა „ლიონის“ მწვრთნელად 31 იანვარს დაინიშნა, როცა პიერ საჟი შეცვალა.