უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში ნიკა გაგნიძის „კოლოსი“ სტუმრად „ვერეს-რივნესთან“ 1:2 დამარცხდა, თუმცა, ქართველმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა.
გაგნიძემ მეტოქის კარი 30-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). მან შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
„კოლოსი“ 18 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 მარტს, „ოლექსანდრიას“ უმასპინძლებს.