„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი საბა ხარებაშვილი „ლივერპულს“ დაუკავშირეს. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, 16 წლის მცველი ინგლისური გრანდის სკაუტებს ძალიან მოსწონთ.
ხარებაშვილი მომავალში ენდრიუ რობერტსონის შემცვლელად განიხილება. „ლივერპულის“ სიაში სხვა ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელებიც, მაგრამ ხარებაშვილს სკაუტები ყურადღებით აკვირდებიან. აღსანიშნავია, რომ ქართველს „ბარსელონას“ და „რეალის“ სკაუტებიც აკვირდებიან.
ხარებაშვილს ინგლისურ კლუბში გადასვლა 2026 წლისთვის შეეძლება, როცა სრულწლოვანი გახდება, მაგრამ კონტრაქტის გაფორმება მანამდეც შესაძლებელია, როგორც ეს ვახტანგ სალიას და „ნიუკასლის“ შემთხვევაში მოხდა.
საბა ხარებაშვილმა 2024 წელს „დინამო თბილისის“ მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლისაა.